Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 61 ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვა. 1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებას მართავს გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებისა და ერთიანი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად. 2. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების გამოყენების სანაცვლოდ მიღებულ საფასურთან დაკავშირებული ანგარიშსწორება გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა ქვეყნების სისტემის იმ ოპერატორებს შორის, რომლებიც ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაში მონაწილეობენ, ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების ფაქტობრივი გამოყენებისა და მიზნობრიობის შესახებ, რათა კომისიას შესაძლებლობა ჰქონდეს, განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილება ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების (ურთიერთდამაკავშირებლების) მიმართ. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 61 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი გადამცემი ქსელის ელექტრული და ფიზიკური მახასიათებლების საფუძველზე შეიმუშავებს ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობისა და გადაცემის საიმედოობის ზღვრის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, რომელსაც გადასინჯავს და ამტკიცებს კომისია. კომისიას ცვლილებები შეაქვს ამ მეთოდოლოგიაში გადამცემი სისტემის ოპერატორის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით − გადამცემი სისტემის ოპერატორთან კონსულტაციის შემდეგ. ამ პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, კომისია ამ კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად თანამშრომლობს მეზობელი ქვეყნების შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებთან. 5. გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის შეფასებით გაანგარიშებას თითოეული დღისთვის, ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის უკვე დარეზერვებული ნაწილის მითითებით. აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება ელექტროენერგიის გადაცემამდე 1 დღით ადრე, გარკვეული ინტერვალებით და მოიცავს 1 კვირით ადრე და 1 თვით ადრე გაკეთებულ გაანგარიშებებს, აგრეთვე ელექტროენერგიის გადაცემის სიმძლავრის ხელმისაწვდომი მოცულობის მოსალოდნელ საიმედოობას შესაბამისი რაოდენობის მითითებით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 61 6. კომისია მოთხოვნის შემთხვევაში ენერგეტიკული გაერთიანების კომპეტენტურ ორგანოებს აწვდის ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებასთან დაკავშირებულ ყველა მონაცემს საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. |