Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეწარმეთა შესახებ article 129 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საერთო კრების გადაწყვეტილების საერთო კრების ჩატარების გარეშე მიღება. 1. წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პარტნიორთა გადაწყვეტილების მისაღებად საერთო კრების მოწვევა აუცილებელი არ არის. საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო/პირი გადასაწყვეტი საკითხების შემცველ დღის წესრიგს და პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტს უგზავნის პარტნიორებს მათ რეგისტრირებულ მისამართებზე, ხოლო წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში − ელექტრონული ფორმით. გზავნილი პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტსა და დღის წესრიგთან ერთად უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმ ვადაზე, რომელშიც პარტნიორებმა საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს წერილობით უნდა აცნობონ თავიანთი პოზიცია გადასაწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ვადა განსაზღვრულია წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით. თუ აღნიშნული ვადა წესდებით ან გადაწყვეტილების პროექტით განსაზღვრული არ არის, ის 15 დღეს შეადგენს და აითვლება პარტნიორის მიერ გადაწყვეტილების პროექტის მიღებიდან; ბ) გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ყველა ინფორმაციას/მონაცემს და დოკუმენტს; გ) წესდებით გათვალისწინებულ სხვა დოკუმენტებსა და ინფორმაციას/მონაცემებს. 2. წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს პარტნიორის წერილობით პოზიციაზე პარტნიორის ხელმოწერის სანოტარო წესით დამოწმებას. |
მეწარმეთა შესახებ article 129 3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვადაში პარტნიორი საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანოს წერილობით არ აცნობებს თავის თანხმობას პარტნიორთა გადაწყვეტილების პროექტზე, მიიჩნევა, რომ იგი ამ პროექტს არ ეთანხმება. 4. პარტნიორთა გადაწყვეტილების საერთო კრების ჩატარების გარეშე მიღებისას ხმათა უმრავლესობა გამოითვლება ყველა პარტნიორის ხმების საერთო რაოდენობიდან. 5. ამ მუხლის თანახმად მიღებულ პარტნიორთა გადაწყვეტილებას ხელს აწერს საერთო კრების მოწვევის უფლებამოსილების მქონე ორგანო. იგი მის ასლებს, რომლებზედაც მითითებულია გადაწყვეტილების მიღების თარიღი, უგზავნის პარტნიორებს ამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. |