Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 147 უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვა. 1. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით უფლებამოსილი ორგანოსგან ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გამოთხოვის შესახებ. ზედამხედველი მოსამართლე ამ შუამდგომლობას განიხილავს ამ კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით და გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოა და არ საჩივრდება: ა) გასცემს ბრძანებას უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ; ბ) გამოაქვს გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება უნდა შეიცავდეს შესაბამის რეკვიზიტებს (ბრძანების ნომერი; შედგენის თარიღი და ადგილი; მოსამართლის სახელი და გვარი, ხელმოწერა (მათ შორის, ელექტრონული); საიდუმლოების აღმნიშვნელი გრიფი; ბეჭედი). მოსამართლის ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში უნდა მიეთითოს: ა) პირი, რომელმაც მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა; ბ) განკარგულება უფლებამოსილი ორგანოსგან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ; |
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ article 147 გ) დეტალური მონაცემები იმ საკომუნიკაციო აღჭურვილობის შესახებ, რომლის მეშვეობით განხორციელებული ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებიც უნდა იქნეს გამოთხოვილი; დ) სპეციალური სამსახურის დასახელება, რომელსაც უნდა გადაეცეს გამოთხოვილი ინფორმაცია; ე) უფლებამოსილი ორგანო, რომელმაც უნდა შეასრულოს ეს ბრძანება; ვ) ინფორმაციის გამოთხოვისთვის აუცილებელი სხვა მონაცემები. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ხოლო ორი გადაეცემა სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილ წარმომადგენელს (მათგან ერთი ეგზემპლარი წარედგინება უფლებამოსილ ორგანოს). |