FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 15

ტურიზმის შესახებ

article  2

ტერმინთა განმარტება. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) აგროტურიზმი − ტურიზმის მიმართულება, რომელიც ხორციელდება ფერმერულ მეურნეობაში და მოიცავს ტურისტების მიღებას, კვებას, მათთვის სოფლური ცხოვრების წესის, კულტურის, ადგილობრივი ტრადიციებისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობას, ტურისტების ჩართვას სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, მათთვის ადგილობრივი წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიწოდებას და ტურიზმსა და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელებას;
    ბ) ალპური გამყოლი − სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უძღვება ტურისტს/ტურისტების ჯგუფს ნებისმიერი სახის, ნებისმიერი სირთულის მთის რელიეფზე, მათ შორის, ალპინიზმისა და მთამსვლელთა საერთაშორისო ასოციაციის (UIAA) კლასიფიკაციით განსაზღვრული ნებისმიერი კატეგორიის კლდოვან მარშრუტზე, მასთან დაკავშირებულ ალპინისტურ მარშრუტებზე, და პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად წელიწადის მხოლოდ იმ დროს, როდესაც საჭირო არ არის სათხილამურო აღჭურვილობისა და სამთო თხილამურებზე სრიალის ტექნიკის გამოყენება;
ტურიზმის შესახებ

article  2

გ) გადაყიდვის ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოვაჭრე საფასურის სანაცვლოდ მომხმარებელს ეხმარება დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების პროდუქტის ყიდვა-გაყიდვაში;
    დ) გამყვანი ტურიზმი − მოქალაქის/რეზიდენტის მოგზაურობა უცხო ქვეყანაში (საკუთარი ქვეყნის ფარგლების გარეთ);
    ე) განთავსების საშუალება − ტურისტული მომსახურების ობიექტი, რომელიც განკუთვნილია ტურისტისთვის არანაკლებ 1 ღამის გასათევად;
    ვ) გარდაუვალი და განსაკუთრებული გარემოებები − გარემოებები, რომლებსაც ვერ აკონტროლებს ამ გარემოებების გამომწვევი პირი და რომელთა შედეგების თავიდან აცილება ყველა მიზანშეწონილი ღონისძიების განხორციელების შემთხვევაშიც კი შეუძლებელია;
    ზ) გაცვლის ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ უერთდება გადაცვლის სისტემას, რაც მას უფლებას აძლევს, ხელი მიუწვდებოდეს განთავსების საშუალებაზე ან სხვა მომსახურებაზე, რის სანაცვლოდაც იგი სხვა პირებს გადასცემს მომხმარებლის დროის განაწილების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი უფლებებით მიღებულ შეღავათებზე დროებითი წვდომის უფლებას;
ტურიზმის შესახებ

article  2

თ) გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა 1 წელს აღემატება და რომლის თანახმადაც, მომხმარებელი საფასურის სანაცვლოდ განთავსების საშუალებასთან დაკავშირებით იძენს ფასდაკლების ან სხვა შეღავათების მიღების უფლებას, ცალკე ან ტურისტულ მომსახურებასთან ან სხვა მომსახურებასთან ერთად;
    ი) დაკავშირებული ტურისტული მომსახურება − არანაკლებ ორი სხვადასხვა სახის ტურისტული მომსახურება, რომლებიც შეძენილია ერთი და იმავე მოგზაურობის ფარგლებში, არ შეადგენს პაკეტს და რომელთა მისაღებად იდება ცალკე ხელშეკრულებები ტურისტული მომსახურების ინდივიდუალურ მიმწოდებლებთან, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ი.ა) მოვაჭრე უზრუნველყოფს ტურისტის ერთ ვიზიტს ან კავშირს ტურისტული მომსახურების რეალიზაციის პუნქტთან, ტურისტის მიერ თითოეული მომსახურების ცალ-ცალკე შერჩევას და შესაბამისი საფასურის ცალ-ცალკე გადახდას; ი.ბ) მოვაჭრე მიზანმიმართულად უზრუნველყოფს სხვა მოვაჭრისგან სულ მცირე ერთი დამატებითი ტურისტული მომსახურების შეძენას, თუ ხელშეკრულება ამ სხვა მოვაჭრესთან დადებულია პირველი ტურისტული მომსახურების დაჯავშნის დადასტურებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში;
ტურიზმის შესახებ

article  2

ი.გ) ამ მუხლის „ჰ.ა“, „ჰ.ბ“ ან „ჰ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთი ტურისტული მომსახურება გაერთიანებულია ამავე მუხლის „ჰ.დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ერთ ან ერთზე მეტ ტურისტულ მომსახურებაში, რომელიც (რომლებიც) ტურისტული მომსახურების საერთო ღირებულების სულ მცირე 25 პროცენტს შეადგენს და რეკლამირებული არის, როგორც მოგზაურობის ან დასვენების არსებითი ელემენტი, და სხვაგვარად არ წარმოადგენს მოგზაურობის ან დასვენების არსებით ელემენტს;
    კ) დამხმარე ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მომხმარებელი სარგებლობს მომსახურებებით, რომლებიც დაკავშირებულია დროის განაწილების ან გრძელვადიანი დასვენების ხელშეკრულებასთან და რომელთა განხორციელებას უზრუნველყოფს მოვაჭრე ან მესამე მხარე ამ მესამე მხარესა და მოვაჭრეს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე;
    ლ) დროის განაწილება − რამდენიმე მფლობელის ან მომხმარებლის მიერ უძრავი ქონებით ერთობლივი სარგებლობა, რომლებსაც უფლება აქვთ, გამოიყენონ უძრავი ქონება, როგორც განთავსების საშუალება, დროის განაწილების წინასწარ განსაზღვრული სქემით;
ტურიზმის შესახებ

article  2

მ) დროის განაწილების ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება 1 წელზე მეტი ვადით და რომლის თანახმადაც, მომხმარებელი საფასურის გადახდის სანაცვლოდ იძენს უფლებას, განთავსების საშუალება გამოიყენოს 1 ღამით ან 1-ზე მეტი ღამით ერთზე მეტი სარგებლობის პერიოდით;
    ნ) ეკოტურიზმი − ბუნებისა და ბუნებრივ არეალში ტრადიციული კულტურებისა და საქმიანობების შეცნობა, შეფასება ან/და ამ მიზნით ტურისტული საქმიანობის განხორციელება;
    ო) ექსკურსია −  გამყოლის ან ტურისტული გიდის ხელმძღვანელობით მოგზაურობა წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით. მისი ხანგრძლივობა 24 საათს არ აჭარბებს;
    პ) ვიზიტორი − ტურიზმის სტატისტიკის მიზნებისთვის მოგზაური, რომელიც მოგზაურობს მთავარი დანიშნულების ადგილისკენ ჩვეული გარემოს გარეთ 1 წელზე ნაკლები დროით და ნებისმიერი მთავარი მიზნით (ბიზნესი, დასვენება ან სხვა, პირადი მიზანი), გარდა დანიშნულების ქვეყანაში ან დანიშნულების ადგილზე არსებულ დაწესებულებაში დასაქმებისა. ვიზიტორი მოგზაურობის ხანგრძლივობის მიხედვით არის ტურისტი ან ერთდღიანი ვიზიტორი (ექსკურსანტი), კერძოდ:
ტურიზმის შესახებ

article  2

პ.ა) ტურისტი − ვიზიტორი, რომელიც მოგზაურობს ბიზნესის, დასვენების ან სხვა, პირადი მიზნებით, სულ მცირე ღამის თევით და არაუმეტეს 1 წლით, გარდა დანიშნულების ქვეყანაში ან დანიშნულების ადგილზე არსებულ დაწესებულებაში დასაქმებისა. ამ კანონის IV თავის მიზნებისთვის ტურისტი არის პირი, რომელსაც სურს ხელშეკრულების დადება ან უფლება აქვს, იმოგზაუროს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე; პ.ბ) ერთდღიანი ვიზიტორი (ექსკურსანტი) − ვიზიტორი, რომლის მოგზაურობა არ მოიცავს ღამის თევას;
    ჟ) ინკლუზიური ტურიზმი − ტურიზმის მიმართულება, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს შორის უნივერსალური დიზაინის გამოყენებით არსებით თანასწორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის პროცესია. იგი მოიცავს მობილობის, სმენის, მხედველობისა და მისაწვდომობის კოგნიტურ შემადგენელს ფუნქციურად დამოუკიდებელი და თანასწორად მისაწვდომი ტურისტული პროდუქტის, მომსახურებისა და ფიზიკური გარემოს მიწოდებით;
    რ) კურორტი − საკურორტო ადგილი, რომელზედაც განთავსებულია საკურორტო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;
ტურიზმის შესახებ

article  2

ს)  რისკის შემცველი ტურისტული მომსახურება − მოგზაურობისას რისკის შემცველი აქტივობა, რომელიც ხორციელდება მიწაზე, წყალში, ჰაერში, სხვადასხვა რელიეფისა და კლიმატური ზონის, უჩვეულო, ეგზოტიკურ, მოშორებულ, დაუსახლებელ (მიუვალ) ადგილას ან სპეციალურად მოწყობილ და აღჭურვილ არეალში და შეიცავს მომხმარებლების დაზიანებისა და ტურისტული აქტივობიდან გამომდინარე სხვა საფრთხეებს;
    ტ) მოვაჭრე − პირი, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს და ამ კანონით მოწესრიგებულ ურთიერთობებში მონაწილეობს, როგორც ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი;
    უ) ტურისტული პაკეტის დაწყება − ტურისტული პაკეტით გათვალისწინებული მომსახურებების განხორციელების დაწყება;
    ფ) რეპატრიაცია − ტურისტის დაბრუნება გამგზავრების ადგილზე ან ნებისმიერ ადგილზე, რომლის შესახებაც ტურისტული პაკეტის ან/და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმდებიან;
    ქ) რელიგიური ტურიზმი − რელიგიური მიზნით მოგზაურობა, წმინდა ადგილების მონახულება, მომლოცველობა;
ტურიზმის შესახებ

article  2

ღ) სათხილამურო გამყოლი − სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც უძღვება ტურისტს/ტურისტების ჯგუფს  თხილამურებით ან/და სნოუბორდით ნებისმიერი სირთულის გაუკვალავ თოვლში ასვლისა და დაშვების მარშრუტებზე, აგრეთვე თხილამურებით სრიალის ტურს ვერტმფრენის გამოყენებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად;
    ყ) საკურორტო ადგილი – ტერიტორია, რომელიც შეიცავს ბუნებრივ სამკურნალო-გამაჯანსაღებელ რესურსებს, ვარგისია მიზნობრივი გამოყენებისთვის და არ გააჩნია საკურორტო საქმიანობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა;
    შ) საკურორტო საქმიანობა – ბუნებრივი სამკურნალო-გამაჯანსაღებელი რესურსების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გამოყენების ორგანიზება პროფილაქტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და გაჯანსაღების მიზნით;
    ჩ) საკურორტო საქმიანობის სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საკურორტო საქმიანობას ახორციელებს;
ტურიზმის შესახებ

article  2

ც) სამთო გამყოლი − საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე სერტიფიცირებული ფიზიკური პირი, რომელიც მთებში ქვეითად გადაადგილებული ტურისტების მეგზურია, მომსახურებას ახორციელებს საქართველოს მთიანი ადგილების მასშტაბით და სამთო ტურის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად;
    ძ) სარეწი − ნებისმიერი უძრავი ობიექტი ან მოძრავი ობიექტი, სადაც მოვაჭრე, ჩვეულებრივ, კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;
    წ) საფეხმავლო გამყოლი − ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფეხმავლო გამყოლის პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ახორციელებს ტურისტების მომსახურებას საქართველოს მასშტაბით. ეს მომსახურება არ მოიცავს ამ მუხლის „ღ“ და „ც“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მომსახურებებს;
    ჭ) ტერიტორიული კომპეტენციები − გეოგრაფიული ადგილის რელიეფის სირთულე, სიმაღლე ზღვის დონიდან, დახრილობა, რელიეფზე გადაადგილების ტექნიკური უნარები, გამოყენებული ტექნიკური აღჭურვილობა, გამყოლობის ტექნიკა, საფრთხეებისა და რისკების ხარისხი;
ტურიზმის შესახებ

article  2

ხ) ტურისტული მომსახურების რეალიზაციის პუნქტი − ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების რეალიზაციისთვის განკუთვნილი ნებისმიერი მოძრავი ქონება ან უძრავი ქონება, ვებგვერდი ან მსგავსი ონლაინგაყიდვების საშუალება, აგრეთვე სატელეფონო მომსახურება. თუ ვებგვერდი ან ონლაინგაყიდვების საშუალება წარმოდგენილია, როგორც ერთიანი პლატფორმა, იგი გაყიდვის ერთიანი პუნქტია;
    ჯ) ტურისტული გიდი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც წინასწარ დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად ტურისტებს აწვდის სწორ ინფორმაციას კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი და სხვა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობების შესახებ, აგრეთვე უზრუნველყოფს ტურისტებისთვის ტურთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ქვეყნის ტურისტული რესურსების დაცვის ნორმების გაცნობას;
    ჰ) ტურისტული მომსახურება −  ტურისტული საქმიანობის სუბიექტების მიერ მოგზაურობის დროს ტურისტების მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებული მომსახურება. ტურისტული მომსახურება ხორციელდება ტურისტის ჯგუფური ან ინდივიდუალური მოგზაურობისას. ტურისტული პაკეტისა და დაკავშირებული ტურისტული მომსახურების  მიზნებისთვის ტურისტული მომსახურებებია: ჰ.ა) ტურისტის ტრანსპორტირება;