Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 6 5. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის წესი , რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები , მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმა, შინაარსი და გაცემის წესი განისაზღვრება დებულებით „კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის განსაზღვრის , მათი მფლობელობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმის , შინაარსის და გაცემის წესის შესახებ ”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს სამინისტრო. ცხოველთა სამყაროს იმ ობიექტთა ჩამონათვალი , რომლებიც შეიძლება გახდნენ კერძო საკუთრების ობიექტები, განისაზღვრება სამინისტროს ბრძანებით „კერძო საკუთრებაში დაშვებულ ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ჩამონათვალის შესახებ ”. 6. ფასიანი ბუნებათსარგებლობის პრინციპიდან გამომდინარე , საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა ფასიანია , გარდა ამ კანონის 26- ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა . |
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 6 საქართველოს ცხოველთა სამყაროს სტატუსი. 1. საქართველოს ცხოველთა სამყარო სახელმწიფო საკუთრებაა (გარდა ამ მუხლის მე -3 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა ). აკრძალულია ყოველგვარი ქმედება , რომელიც პირდაპირი ან ფარული ფორმით ხელყოფს ცხოველთა სამყაროზე სახელმწიფო საკუთრების უფლებას . 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტი შეიძლება გაიცეს სარგებლობისათვის , კანონმდებლობით დადგენილი ვადით და ოდენობით . 3. ცხოველთა სამყაროს ობიექტი , რომელიც ამოღებულია ბუნებრივი საბინადრო გარემოდან , გამრავლებულია ნახევრად თავისუფალ პირობებში ან ტყვეობაში , ან შეძენილია საქართველოს კანონმდებლობის დაცვით , შეიძლება იყოს კერძო საკუთრების ობიექტი . 4. განსაკუთრებული გარემოსდაცვითი , სამეცნიერო ან ესთეტიკური ღირებულების მქონე გარეული ცხოველი , აგრეთვე გარეული ცხოველი , რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში “ (გარდა იმ შემთხვევისა , თუ იგი გამრავლებულია ტყვეობაში ან შეძენილია საზღვარგარეთ კანონით დადგენილი წესით ), არ შეიძლება იყვნენ კერძო საკუთრების ობიექტები . |