Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 41 ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის ვალდებულება. 1. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო იღებს ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის მუდმივი შეფასებისა და გაუმჯობესების ვალდებულებას ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად. 2. ოფიციალური სტატისტიკის ხარისხის უზრუნველსაყოფად ოფიციალური სტატისტიკის შემუშავება, წარმოება და გავრცელება უნდა მოხდეს შესაბამისი ზოგადი სტანდარტების, მოცვის ხარისხის, კონცეფციების, განმარტებების, სტატისტიკური ერთეულებისა და კლასიფიკაციების ჰარმონიზებული მეთოდების შესაბამისად. 3. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს მონაცემების რედაქტირება, სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების გაერთიანება და გაანგარიშება მხოლოდ სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად. 4. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელმა ორგანომ უნდა მოახდინოს მისი წარმოების პროცესში გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე შესაბამისი შედეგების სტანდარტული წესით დოკუმენტირება. 5. მომხმარებელი მეტამონაცემების მეშვეობით ინფორმირებული უნდა იყოს ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში გამოყენებული წყაროებისა და მეთოდების, აგრეთვე სტატისტიკური პროდუქტის ხარისხის შესახებ. |