FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  19

სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესი. სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.
1. სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესს, ამ კანონით გათვალისწინებული პრინციპების დაცვით, ადგენს ლიცენზიის გამცემი.
11. თუ ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ლიცენზიის გაცემა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას საჭიროებს, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ. თუ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის შესაბამისად, მიღებულ იქნა საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგინდა ისეთი პირობები, რომლებიც სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის არსებითად ცვლის სალიცენზიო პირობებს, სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხა უბრუნდება. თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტით.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  19

2. სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ყველაზე ოპტიმალური ფასით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით, სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადას განსაზღვრავს ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე ან მის გარეშე. ეს ვადა გაითვალისწინება აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრისას.
3. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის უვადოდ გაცემა. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტული ობიექტის თვისება და სარგებლობის ტექნოლოგიური ხასიათი.
4. ლიცენზიის გამცემს, საქართველოს მთავრობის თანხმობით, უფლება აქვს, გააგრძელოს სარგებლობის ლიცენზიის მოქმედების ვადა.