FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  260

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა.
1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
    ა) დიდი ოდენობით;
    ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
    გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
    დ) არაერთგზის;
    ე) იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
    ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
    ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  260

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა. .
1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ნარკოტიკულ საშუალებას, მის ანალოგს, პრეკურსორს, ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, ფსიქოტროპულ ნივთიერებას, მის ანალოგს ან ძლიერმოქმედ ნივთიერებას, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2. ამ თავის მიზნებისთვის ნებაყოფლობით ჩაბარებად ჩაითვლება მხოლოდ ისეთი ქმედება, როდესაც პირი გამოძიების დაწყებამდე წერილობით ან კომუნიკაციის ნებისმიერი ტექნიკური საშუალების გამოყენებით განაცხადებს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების წარმოდგენის თაობაზე და აქტიური ქმედებით ხელს შეუწყობს მის ამოღებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.
5. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  260

6. ამ თავის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით განსაზღვრული ჩამონათვალის „ნარკოტიკული საშუალებები“ 73-ე და 92-ე გრაფებით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე − მცენარე კანაფსა და მარიხუანაზე.