Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო კოდექსი article 273 საერთო ავარიას, თუ არსებობს 271-ე მუხლში ჩამოთვლილი ნიშნები, განეკუთვნება: ა) ბორტს იქით ტვირთის ან გემის მოწყობილობათა გადაგდებით მიყენებული ზიანი, ასევე საერთო სამაშველო ღონისძიებათა ჩატარებისას გემის ან ტვირთის დაზიანებისგან მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ტვირთის გადასაგდებად გაღებული ლიუკებიდან ან ამ მიზნით გაკეთებული ხვრელებიდან ტრიუმში წყლის შეღწევის შედეგად; ბ) გემზე ხანძრის ჩაქრობით გამოწვეული გემის და/ან ტვირთის ზიანი, ამ მიზნით ცეცხლმოდებული გემის განზრახ დატბორვის ან ნაპირზე გამორიყვის ჩათვლით; გ) გემის მეჩეჩზე განზრახ დაჯდომითა და მოხსნით გამოწვეული ზიანი, იმის მიუხედავად, რომ შესაძლებელი იყო გემის მეჩეჩზე თვითნებურად დაჯდომაც; დ) გემის მეჩეჩიდან მოხსნის მცდელობისას ძრავების, გემის სხვა მანქანებისა და საქვაბეების დაზიანებით გამოწვეული ზიანი; ე) გემის მეჩეჩზე დაჯდომისას ტვირთის, საწვავის ან სხვა მარაგის ლიხტერებში გადატვირთვის, მათი გემზე უკან გადმოტვირთვის და ლიხტერების დაქირავების საგანგებო ხარჯები; |
საზღვაო კოდექსი article 273 ვ) ტვირთის, საწვავის ან მარაგის დაღუპვის ან დაზიანების შედეგად მიღებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია მათი გემზე გადაადგილების, გემიდან გადმოტვირთვის, ხელმეორედ დატვირთვის ან დალაგების, აგრეთვე შენახვის შედეგად, თუ ამ ოპერაციების შესასრულებლად გაწეული ხარჯები აღიარებულია საერთო ავარიად; ზ) ხარჯი, რომელიც გაღებულია დახმარების აღმოსაჩენად როგორც ხელშეკრულებით, ისე უამისოდ, იმ მოცულობით, რომლითაც სამაშველო ოპერაციები ხორციელდება გემის, ფრახტის და ტვირთის საფრთხისაგან დასაცავად; თ) ტვირთის დაკარგვით გამოწვეული ფრახტის დაკარგვა – იმ შემთხვევაში, როცა ტვირთის დაკარგვა ანაზღაურდება საერთო ავარიის განაწილების წესით, ფრახტს გამოაკლდება ხარჯი, რომელიც უნდა გაეღო ტვირთის გადამზიდს ფრახტის მიღების მიზნით, მაგრამ შეწირვის გამო ასეთ ხარჯს ადგილი არ ჰქონია. |