Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ article 17 მისაღები ნორმატიული აქტები. 1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) „აგროქიმიკატების შემოტანის, შენახვის, რეალიზაციისა და რაციონალური გამოყენების ნორმებისა და წესების დამტკიცების შესახებ“; ბ) „ნიადაგის ნაყოფიერების დონის განსაზღვრის დებულების დამტკიცების შესახებ“; გ) „ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის კომპლექსურ ღონისძიებათა რეკომენდაციების დამტკიცების შესახებ“; დ) (ამოღებულია); ე) „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების მონიტორინგის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და სამსახურებთან შეთანხმებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით, 2003-2004 წლებში გამოსცეს შემდეგი ბრძანებები: ა) (ამოღებულია); ბ) „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენებისა და რეკულტივაციის შესახებ“; |
ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ article 17 გ) „წარმოების ტოქსიკური ნარჩენებითა და რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურების შედეგად დეგრადირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სხვა დანიშნულების მიწების კონსერვაციის შესახებ“; დ) „სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობით გამოწვეული და ნიადაგებისა და მიწების დეგრადაციის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების დებულების დამტკიცების შესახებ“. 4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგრარული ფაკულტეტის მქონე უნივერსიტეტების და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით 2014 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანება „ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“. 5. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და სამსახურებთან შეთანხმებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით 2008 წლის 1 იანვრამდე გამოსცეს ბრძანება „მიწების დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“. |