Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1557 ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმების, გაზომვისა და რეგულირების წესების დარღვევა, თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობა. 1. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით. 2. ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 3. საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს, – |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1557 გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით. 4. თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. |