Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 667 უფლების მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია მათი უფლებების მართვის შესახებ. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია სულ მცირე წელიწადში ერთხელ ყოველი უფლების მფლობელისთვის, რომელსაც მან უფლებების მართვიდან მიღებული შემოსავალი გადაუხადა ან რომლისთვისაც გადახდები განახორციელა იმ პერიოდში, რომელსაც განეკუთვნება ინფორმაცია, ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ნებისმიერი საკონტაქტო ინფორმაცია, რომელზედაც წვდომის უფლება მას მიღებული აქვს და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს უფლების მფლობელის იდენტიფიცირებისთვის და მისი ადგილსამყოფლის დასადგენად; ბ) უფლების მფლობელების მიერ მისაღები ჰონორარების ოდენობის შესახებ; გ) მის მიერ უფლებათა კატეგორიისა და გამოყენების ტიპის მიხედვით უფლების მფლობელებისთვის გადახდილი თანხების ოდენობის შესახებ; დ) იმ პერიოდის შესახებ, რომლის განმავლობაშიც განხორციელდა ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენება, რომლისთვისაც ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ თანხები შეაგროვა და გადაუხადა უფლების მფლობელებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარგებლეების მიერ ანგარიშებთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა ხელს უშლის მას, უფლების მფლობელებს მიაწოდოს ეს ინფორმაცია; |
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 667 ე) გამოქვითვების შესახებ, რომლებიც განხორციელებულია, როგორც უფლებების მართვის საფასური; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური, კულტურული ან საგანმანათლებლო მომსახურების უზრუნველყოფისადმი დაქვემდებარებული, ნებისმიერი მიზნით შესრულებული გამოქვითვების შესახებ, გარდა უფლებების მართვის საფასურისა; ზ) ნებისმიერი შემოსავლის შესახებ, რომელიც მიღებულია იმ უფლებების მართვიდან, რომლებიც მიეკუთვნება უფლების მფლობელს, და, მიუხედავად შეგროვების პერიოდისა, გადაუხდელია. |