Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 34 მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა. საჯარო განხილვა. 1. მოსაზრებები და შენიშვნები ადმინისტრაციულ ორგანოს შესაძლებელია წარედგინოს: ა) წერილობით; ბ) ზეპირად, საჯარო განხილვის დროს; გ) ელექტრონული საშუალებით, თუ ის იძლევა ავტორისა და გამომგზავნის სარწმუნო იდენტიფიცირების შესაძლებლობას. 2. საზოგადოებას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საჯარო განხილვის ჩატარების მიზნის, დროის, ადგილისა და წესის და საჭირო დოკუმენტაციის მიღების შესაძლებლობის შესახებ. ამ მუხლის 2-1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა მიეწოდოს შესაბამისი ინფორმაცია. საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს/განთავსდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. 21. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეპიდემიის/პანდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ კოდექსით განსაზღვრული საჯარო განხილვა ტარდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით: ა) დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; ბ) ჰიბრიდული ფორმატით. |
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი article 34 მოსაზრებებისა და შენიშვნების წარდგენა. საჯარო განხილვა. . 3. საჯარო განხილვის წესი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ამ კოდექსის შესაბამისად დგინდება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. |