FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

აკვაკულტურის შესახებ

article  15

ე) სოციალურ-ეკონომიკური ინფორმაცია: აკვაკულტურის საქმიანობის არეალის მიმდებარე არეალში განსახორციელებელი აკვაკულტურის საქმიანობიდან მისაღები სარგებელი (ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ და სხვა შესაბამისი ინფორმაცია);
    ვ) საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია: საღუზე წერტილების, აკრძალული რაიონებისა და გემების უსაფრთხო ნაოსნობისთვის ხელის არშეშლის თაობაზე ინფორმაცია, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის შესაბამისი დასკვნა.
აკვაკულტურის შესახებ

article  15

2. სააგენტო უფლებამოსილია ნებართვის მაძიებელს მოსთხოვოს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული, აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი სხვა ინფორმაცია და დოკუმენტები.
3. საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის (მარიკულტურისთვის) წყლის სივრცე გამოიყოფა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.
აკვაკულტურის შესახებ

article  15

საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად განაცხადის წარდგენა.
1. საზღვაო წყლებში აკვაკულტურის ნებართვის მისაღებად აკვაკულტურის ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი ზოგადი მოთხოვნების შესრულების გარდა, სააგენტოს უნდა წარუდგინოს:
    ა) ტექნიკური ინფორმაცია: ა.ა) აკვაკულტურის კონსტრუქციის სქემატური საპროექტო ნახაზი; სახეობების მოშენების სისტემა და მახასიათებლები, მოსაშენებელი სახეობები (თევზის ან/და სხვა ჰიდრობიონტის ქართული და ლათინური სახელწოდებები, გენეტიკური ფორმების (ჰიბრიდი, ტრიპლოიდი) შესახებ ინფორმაცია, მასალის ჩასმის სიმჭიდროვე); ა.ბ) ჩასასმელი მასალის (ლარვის, ლიფსიტის, ახალმოზარდეულის) მიღების გზები; ა.გ) საკვებისა და საკვები დანამატების შესახებ დეტალური ინფორმაცია (საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი, მარკა და შემადგენლობა); ა.დ) სასუქების, სტიმულატორების, სამკურნალო-პროფილაქტიკური პრეპარატების, ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, სხვა ქიმიური საშუალებებისა და სხვა მიკრობული ტექნოლოგიების შესახებ დეტალური ინფორმაცია; ა.ე) პროდუქციის წლიური ოდენობის შესახებ ინფორმაცია; ა.ვ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების მეთოდების, ტექნოლოგიებისა და ტექნოლოგიური ციკლის დეტალური აღწერილობა; გამოსაყენებელი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების აღწერილობა;
აკვაკულტურის შესახებ

article  15

ა.ზ) აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების დეტალური გეგმა; ა.თ) ველურ სახეობაზე თევზის დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ა.ი) აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურის კონსტრუქციიდან გარემოში გაღწევის თავიდან ასაცილებლად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; ა.კ) მცურავი საშუალებისა და მისი ექსპლუატაციის შესახებ ინფორმაცია;
    ბ) გარემოს შესახებ ინფორმაცია: ბათიმეტრია, ტემპერატურა, მარილიანობა, დინების სიჩქარე, ბენთოსური თემები, სენსიტიური საცხოვრებელი ადგილები;
    გ) გეოგრაფიული ინფორმაცია: აკვაკულტურის საქმიანობის განხორციელების ადგილი, მისი რუკა, შემოთავაზებული თევზის მეურნეობის ადგილმდებარეობა  (აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა), აგრეთვე აკვაკულტურის კონსტრუქციის გამოყენებისას მისათითებელი სიღრმე;
    დ) პროექტის ეკონომიკური გაანგარიშება და მონაცემები: კაპიტალის ინვესტირების შესახებ ინფორმაცია, პროდუქციის მიახლოებითი ღირებულება, წარმოების წლიური მოცულობა, წლიური საოპერაციო ხარჯები, ინვესტირებიდან მისაღები ამონაგების ანალიზი;