Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ტყის კოდექსი article 54 პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის მიზანი. 1. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობა ხორციელდება ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყის მართვის მიზნებიდან გამომდინარე ან ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირისთვის კომერციული მიზნებისთვის ტყის ფართობის გადაცემით. 2. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება იწყება ტყით სპეციალური სარგებლობით დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ან ტყის მართვის ორგანოს ინიციატივით. 3. ტყის მართვის ორგანომ პლანტაციური მეურნეობა შეიძლება მოაწყოს შემდეგი მიზნით: ა) ტყის მიწაზე ტყის მერქნიან სახეობათა გაშენებით ეროზიული და მეწყრული პროცესების შესაჩერებლად; ბ) ტყის ენერგეტიკული პოტენციალის გასაზრდელად; გ) ბუნებრივი ტყისთვის ზიანის მიუყენებლად ტყის მერქნული რესურსების მოსაპოვებლად. 4. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყის მერქნიანი სახეობების შერჩევა და მოპოვებული მერქნული რესურსებით სარგებლობა ხორციელდება შესაბამისი პლანტაციური მეურნეობის მართვის გეგმის საფუძველზე. პლანტაციურ მეურნეობაში ინვაზიური სახეობების გამოყენება აკრძალულია. 5. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყითსარგებლობის განსახორციელებლად გამოყოფილ ტყის ფართობზე დასაშვებია მხოლოდ დროებითი ნაგებობების მოწყობა. |