Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი article 99 პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის მხარდაჭერა და ზედამხედველობა. 1. პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი, როგორც წესი, კანონიერ წარმომადგენელს ან/და, საჭიროების შემთხვევაში, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გადაეცემა. 2. სააგენტო: ა) კოორდინაციას უწევს არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის შესრულებას პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში; ბ) უზრუნველყოფს პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვნის საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის მის პრაქტიკულ და ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |