Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი article 171 აღსრულების უზრუნველყოფა ჯარიმით. 1. ჯარიმა, როგორც აღსრულების სამოქალაქოსამართლებრივი საშუალება, გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი პირის მიერ ნების გამოვლენით. 2. ჯარიმა, როგორც აღსრულების უზრუნველყოფის საშუალება, შეიძლება აგრეთვე გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს სხვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებასთან დაკავშირებული მოქმედების დავალების შესაძლებლობა. 3. ჯარიმის თანხის ოდენობა უნდა იყოს განსაზღვრული გადაწყვეტილებით აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ. ჯარიმის ოდენობა შეიძლება განისაზღვროს საერთო თანხით ან თანხით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევის ყოველი დღისათვის ანდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის. 4. ჯარიმის საერთო თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს ფიზიკური პირისათვის და 5000 ლარს იურიდიული პირისათვის. 5. ჯარიმის თანხა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევის ყოველი დღისათვის ან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დარღვევით ჩადენილი ყოველი ქმედებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 50 ლარს ფიზიკური პირისათვის და 200 ლარს იურიდიული პირისათვის. |