FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ამნისტიის შესახებ

article  5

1. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 137-ე−141-ე, 142-ე−144-2, 280-ე, 353-ე, 378-ე−379-ე და 404-ე−413-ე მუხლებითა და XXXVII და XXXVIII თავებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.
2. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც „ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სიის − „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცებისა და საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელი შესაბამისი ღონისძიებების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის №339 დადგენილებით განსაზღვრულმა პირმა ჩაიდინა.
3. ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა.