Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დასაქმების ხელშეწყობის შესახებ article 28 თვითდასაქმებისა და მეწარმეობის მიზნით დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირება. 1. დამოუკიდებელი საქმიანობის დაწყებისა და შესაბამისი ფინანსების ხელმისაწვდომობის შესახებ კონსულტირების მიზნით სამუშაოს მაძიებელს მისი მოთხოვნის შემთხვევაში მიეწოდება სამართლებრივი, მარკეტინგული და ფინანსური მომსახურებები, ეფექტიანი მართვის მეთოდებსა და ტექნიკასთან დაკავშირებული და სხვა საკონსულტაციო მომსახურებები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდება შეიძლება განახორციელოს სააგენტომ ან ხელშეკრულების საფუძველზე − პროფესიულმა ორგანიზაციამ, აგრეთვე შესაბამის სფეროში სპეციალიზებულმა იურიდიულმა პირმა ან სხვა იურიდიულმა პირმა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურებების მიწოდების წესი და პროცედურები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |