FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

article  6

იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მოთხოვნები.
1. ამ კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
2. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებით.
3. ერთი და იმავე პროგრამის ფარგლებში ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ემიტენტმა შეიძლება გაზარდოს იპოთეკური ობლიგაციების თავდაპირველი ემისიის მოცულობა იმავე პირობების მქონე იპოთეკური ობლიგაციების დამატებით გამოშვებით, აგრეთვე გამოუშვას იპოთეკური ობლიგაციები განსხვავებულ კლასებად.