Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 3 . კანონში გამოყენებული ტერმინები. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) შემოქმედი მუშაკი – ფიზიკური პირი, რომლის ინტელექტუალურ- შემოქმედებითი საქმიანობის შედეგია ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები ან მათი ინტერპრეტაცია; ბ) ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოები − შემოქმედი მუშაკის ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი, რომელიც განსაზღვრულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით; გ) შემოქმედებითი კავშირი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი − ლიტერატურისა და ხელოვნების ერთი ან რამდენიმე დარგის არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის პროფესიულ-შემოქმედებითი გაერთიანება, რომელში გაწევრებაც ნებაყოფლობითია და რომლის მიზანია ლიტერატურისა და ხელოვნების ამა თუ იმ დარგის განვითარება, ამ გაერთიანების წევრთა საერთო კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, სხვა არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობის განხორციელება; დ) შემოქმედებითი კავშირის ფილიალი − შემოქმედებითი კავშირის განცალკევებული ქვედანაყოფი, რომელიც მდებარეობს კავშირის ადგილსამყოფლის გარეთ და მთლიანად ან ნაწილობრივ ასრულებს მის ფუნქციებს, მოქმედებს კავშირის მიერ დამტკიცებული წესდების საფუძველზე და არ არის იურიდიული პირი; |
შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ article 3 ე) შემოქმედებითი ჯგუფი – საერთო მიზნის მისაღწევად არანაკლებ 5 შემოქმედი მუშაკის ნებაყოფლობითი გაერთიანება, რომელიც არ არის იურიდიული პირი. ამასთან, შემოქმედებითი კავშირის წევრს უფლება აქვს გაწევრიანდეს შემოქმედებით ჯგუფშიც, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კავშირის წესდებას. |