Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ცხოველთა სამყაროს შესახებ article 7 ცხოველთა სამყაროს ობიექტები. 1. ცხოველთა სამყაროს ობიექტებს წარმოადგენენ : ა ) ქორდიანი (მათ შორის ხერხემლიანები _ ძუძუმწოვრები , ფრინველები , ქვეწარმავლები , ამფიბიები , თევზები და სხვა ) და უხერხემლო (ფეხსახსრიანები , მოლუსკები და სხვა ) ცხოველები , მათი ყველა სახეობა და პოპულაცია განვითარების ნებისმიერ სტადიაში (კვერცხი , ემბრიონი , ჭუპრი და სხვა ), რომლებიც იმყოფებიან ბუნებრივი თავისუფლების პირობებში ; ბ ) გარეულ ცხოველთა დერივატები ; გ ) გარეულ ცხოველთა ცხოველქმედების პროდუქტები (თაფლი , ცვილი , შხამი და სხვა ); დ ) ნამარხ გარეულ ცხოველთა ნაშთები ; ე ) გარეულ ცხოველთა სოროები , ბუნაგები , ფრინველთა ბუდეები და ცხოველთა სხვა საბინადროები . 2. ცხოველთა სამყაროს ობიექტებს , აგრეთვე გარეულ ცხოველთა გამრავლების , დროებითი და მუდმივი თავმოყრის ადგილებს , სხვა ტერიტორიებს , რომლებიც წარმოადგენენ ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს , სახელმწიფო იცავს . |