FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  30

საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი.
1. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. საბაჟო ორგანოს შეუძლია საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას შეამოწმოს:
    ა) საბაჟო დეკლარაციით, დროებით შენახვის დეკლარაციით, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციით, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციით, რეექსპორტის დეკლარაციით ან რეექსპორტის შეტყობინებით დეკლარირებული მონაცემების სისწორე, აგრეთვე მისი თანმხლები დოკუმენტების არსებობა, სისწორე, ნამდვილობა და ძალაში ყოფნა;
    ბ) დეკლარანტის საბუღალტრო და სხვა ჩანაწერები, რომლებიც დაკავშირებულია შესამოწმებელ საქონელთან ან მასთან დაკავშირებულ ოპერაციებთან ამ საქონლის გაშვებამდე ან გაშვების შემდეგ.
3. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, დაათვალიეროს საქონელი ან/და აიღოს მისი სინჯი ან/და ნიმუში, თუ საქონლის დათვალიერება ან/და მისი სინჯის ან/და ნიმუშის აღება შესაძლებელია.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  30

4. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი შეიძლება განხორციელდეს საქონლის მფლობელის ან მისი წარმომადგენლის ანდა საქონელთან დაკავშირებით განხორციელებულ ოპერაციაში პირდაპირ ან ირიბად ჩართული ნებისმიერი პირის შენობა-ნაგებობაში, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირის შენობა-ნაგებობაში, რომელიც ფლობს აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და მონაცემს. 5. საქონლის გაშვების შემდგომ კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საბაჟო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ ორგანოს და სამართალდამცავ ორგანოს ეკრძალებათ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელება.
6. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის განხორციელებისას საბაჟო ორგანო უფლებამოსილია იმპორტის გადასახდელის/საბაჟო სანქციის ოდენობა განსაზღვროს ამ ორგანოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს მოთხოვნილ ინფორმაციას.
7. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლი შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადა დამატებით გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვისა.
8. საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგები აისახება შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზედაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  30

9. თუ საქონლის გაშვების შემდგომი კონტროლის შედეგად გამოვლინდა პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების აუცილებლობა, საბაჟო ორგანო იღებს გადაწყვეტილებას პირისთვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ.
10. ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება პირს წარედგინება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ საგადასახადო მოთხოვნასთან (შემდგომ − საგადასახადო მოთხოვნა) ერთად.
11. შემოწმების აქტის საფუძველზე იმპორტის გადასახდელის დარიცხვის და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი. ეს ვადა არ გამოიყენება ამ კოდექსის 141-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით დადგენილი ვადა აითვლება იმპორტის გადასახდელის გადახდის ვალდებულების წარმოშობის შესაბამისი კალენდარული წლის დასრულებიდან.
13. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
14. აკრძალულია მოსამართლის ბრძანების გარეშე შემოწმებული საკითხის ხელახალი შემოწმება.