Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ article 49 თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა. 1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების განვითარების დაგეგმვა „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" და „გარემოს დაცვის შესახებ" საქართველოს კანონების შესაბამისად წარმოადგენს საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემისა და გარემოს დაცვის დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილს. 2. დაცული ტერიტორიების დაგეგმვის სისტემა მოიცავს თითოეული დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმას. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმები მოიცავს ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების პროგრამებს, მაგრამ არ შემოიფარგლება ამ პროგრამებით. 3. დაცული ტერიტორიის დაგეგმვა და დაცული ტერიტორიის სამენეჯმენტო გეგმის შედგენა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციური ორგანიზების საფუძველზე, დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმებს ან დროებითი რეგულირების წესებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2313 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. |