FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

დაზღვევის შესახებ

article  7

დაზღვევის სფეროში უცხოეთის ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე.
1. უცხოელი მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, საქართველოს ტერიტორიაზე უცხოური კაპიტალით შექმნილი იურიდიული პირი, უცხოური იურიდიული პირის ფილიალი და წარმომადგენლობა, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე, აწარმოებენ დაზღვევას საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს საქართველოს ტერიტორიაზე დაზღვევის სფეროში აქვთ ყველა ის უფლება და ეკისრებათ ყველა ის ვალდებულება, რაც საქართველოს მოქალაქეებს და იურიდიულ პირებს.
3. უცხოელ ფიზიკურ პირს, მოქალაქეობის არმქონე პირს, უცხოურ იურიდიულ პირს (უცხოეთის სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების ჩათვლით) უფლება აქვს იყოს საქართველოს დაზღვევის და გადაზღვევის ორგანიზაციების დამფუძნებელი.
4. უცხოეთის სადაზღვევო ორგანიზაციის , როგორც უშუალო მზღვეველის საქმიანობა საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვება მხოლოდ ამ კანონის მე -2 მუხლის „ გ . ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალის (წარმომადგენლობის ) მეშვეობით .
დაზღვევის შესახებ

article  7

41. ამ კანონის მე -2 მუხლის „ გ . ბ “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფილიალი (წარმომადგენლობა ) საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და მას უფლება აქვს გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ .
5. საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას შეუძლია დამოუკიდებლად დადოს გადაზღვევის ხელშეკრულება უცხოეთის ერთ ან რამდენიმე გადამზღვეველთან უშუალოდ.
6. საქართველოში უცხოური იურიდიული პირი სადაზღვევო ბროკერის საქმიანობას ახორციელებს სათანადო წესით რეგისტრირებული ფილიალის (წარმომადგენლობის) მეშვეობით საქართველოს იურიდიულ პირებთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
7. საქართველოს სადაზღვევო ორგანიზაციას თავისი რისკის უცხოეთში გადაზღვევასთან დაკავშირებით შეუძლია უშუალოდ ისარგებლოს უცხოური საბროკერო ორგანიზაციის მომსახურებით.