Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 5 ფინანსური ანგარიშგება და მისი მომზადებისა და შედგენის ძირითადი პრინციპები. 1. სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს ამ კანონის შესაბამისად, თუ შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთანავე, მეოთხე კატეგორიის საწარმოსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფინანსური ანგარიშგებები მზადდება მხოლოდ მათთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად. 2. სუბიექტი ფინანსურ ანგარიშგებას ამზადებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. 3. სუბიექტის მიერ შედგენილი ფინანსური ანგარიშგება უნდა იყოს სრული, სწორი და სამართლიანი. იგი შესადარი პერიოდისთვის უნდა ასახავდეს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებს, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობას და განმარტებით შენიშვნებს. ფინანსურ ანგარიშგებაში მოცემული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით განსაზღვრულ ფუნდამენტურ ხარისხობრივ მახასიათებლებს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური ანგარიშგებების შედგენის, მათ შორის, მათი კონსოლიდირების, წესს განსაზღვრავს სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად სუბიექტისათვის დადგენილი ან მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 5 5. სუბიექტმა მისთვის განსაზღვრული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად შერჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა და მეთოდები თანამიმდევრულად უნდა გამოიყენოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განსხვავებული ფინანსური ანგარიშგების სააღრიცხვო პოლიტიკა და მეთოდები უფრო სამართლიანად და მიუკერძოებლად ასახავს სუბიექტის ფინანსურ მდგომარეობასა და საქმიანობას. სუბიექტის მიერ სააღრიცხვო პოლიტიკისა და მეთოდების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მის მიერ არჩეული ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების ფარგლებში. 6. სდპ-მა და პირველი კატეგორიის საწარმომ ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში დამატებით უნდა წარადგინონ ინფორმაცია: ა) სუბიექტის შემოსავლის შესახებ, საქმიანობის კატეგორიებისა და ბაზრების გეოგრაფიული განაწილების მიხედვით, თუ საქონლის/მომსახურების გაყიდვის ორგანიზების თვალსაზრისით ამ კატეგორიებსა და ბაზრებს შორის არსებითი განსხვავებაა; ბ) სუბიექტის წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების და სუბიექტისთვის სხვა პროფესიული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის მიცემული ანაზღაურების შესახებ. 7. მესამე კატეგორიის საწარმო ვალდებულია ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასახოს ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში. |
ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ article 5 8. ფინანსური ანგარიშგების ამსახველ დოკუმენტებში უნდა მიეთითოს სუბიექტის სახელწოდება, მარეგისტირებელი ორგანო, სუბიექტის რეგისტრაციის ნომერი, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი და, თუ დაწყებულია სუბიექტის ლიკვიდაციის პროცესი, ინფორმაცია ლიკვიდაციის პროცესის შესახებ. |