Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ article 72 შეტყობინებების, გადაწყვეტილებების ან/და სხვა დოკუმენტების გაგზავნისა და ჩაბარების წესი. 1. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შეტყობინებების, თავისი გადაწყვეტილებების (მათ შორის, ამ კანონის 7-1 მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) ან/და სხვა დოკუმენტების (შემდგომ − შეტყობინება) ამ მუხლით დადგენილი წესით დაინტერესებული პირისთვის გაგზავნასა და ჩაბარებას. 2. დაინტერესებულ პირს შეტყობინება ეგზავნება ფოსტით რეგისტრირებულ საცხოვრებელ ადგილზე ან, თუ ცნობილია მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, − ამ ადგილზე. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა უშუალოდ ამ პირს ან შესაბამის მისამართზე მასთან მცხოვრებ მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა აგრეთვე, თუ ეს პირი ან აღნიშნულ მისამართზე მასთან მცხოვრები მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების ჩაბარებისას უარს განაცხადებს მის მიღებაზე. 3. თუ დაინტერესებულ პირს გაგზავნილი შეტყობინება შესაბამის მისამართზე ვერ ჩაჰბარდა, შეტყობინების მიმტანი პირი საფოსტო გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და შეტყობინებას ფოსტას უბრუნებს. შეტყობინების ფოსტისთვის დაბრუნებიდან 1 კვირის ვადაში დაინტერესებულ პირს შეტყობინება იმავე მისამართზე განმეორებით ეგზავნება. |
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ article 72 4. ფოსტით გაგზავნილი შეტყობინების დაინტერესებული პირისთვის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უზრუნველყოფს შეტყობინების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებას. შეტყობინება დაინტერესებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. შეტყობინების საჯაროდ გამოქვეყნების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 5. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ უფლებამოსილია დაინტერესებულ პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დამატებით გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია. შეტყობინების აღნიშნული ტექნიკური საშუალებით გასაგზავნად და ჩასაბარებლად გამოიყენება სამინისტროს სისტემაში დაცული აღნიშნული პირის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. |