Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 10 დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი შემოწმება. 1. დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატები და შენობებში გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშები ექვემდებარება შემოწმებასა და გადამოწმებას. 2. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების შემოწმებისა და გადამოწმების წესები მტკიცდება საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით. 3. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრს და დამოუკიდებელი ექსპერტების შესახებ მონაცემთა ბაზას ქმნის და მათი წარმოების წესს ამტკიცებს სამინისტრო. 4. დამოუკიდებელი ექსპერტი ვალდებულია სამინისტროს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიში და ამ სერტიფიკატის ან/და ანგარიშის მოსამზადებლად გამოყენებული მონაცემები. 5. დამოუკიდებელმა ექსპერტმა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და ინსპექტირების ანგარიში სამინისტროს უნდა წარუდგინოს მომზადებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 10 6. სამინისტრო ვალდებულია ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი ან/და ინსპექტირების ანგარიში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეიტანოს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრში. 7. სამინისტრო შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოწმებს შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშების რეესტრში შეტანილ შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებსა და გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების ინსპექტირების ანგარიშებს. შემოწმებული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების რაოდენობა წლიურად გაცემული ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების რაოდენობის მნიშვნელოვან პროცენტს უნდა შეადგენდეს. ყოველწლიურად შესამოწმებელი ენერგოეფექტურობის სერტიფიკატებისა და ინსპექტირების ანგარიშების პროცენტული რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 8. შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატი მოწმდება ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით; კერძოდ, ხდება: ა) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემებისა და შედეგების შემოწმება; |
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ article 10 ბ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების შემოწმება, შედეგების გადამოწმება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა; გ) შენობის ენერგოეფექტურობის სერტიფიკატში შეტანილი მონაცემების სრული შემოწმება, შედეგების სრული გადამოწმება, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა და შენობის ადგილზე დათვალიერება. 9. შენობების ენერგოეფექტურობის სერტიფიკატების შემოწმებასა და გადამოწმებასთან დაკავშირებული საკითხები დეტალურად რეგულირდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. |