Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ article 6 სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი. 1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი. 2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს უნდა ჰქონდეს უმაღლესი საზღვაო განათლება, 3000 და მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნის დიპლომი და ტანკერზე კაპიტნად მუშაობის არანაკლებ 5 წლის აღიარებული სტაჟი. 3. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს უფლება აქვს: ა) ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისას და საძიებო-სამაშველო ოპერაციის განხორციელებისას მოახდინოს სამაშველო საშუალებათა და პასუხისმგებლობის ზონაში მყოფი უცხო ქვეყნის გემების მოზიდვა; ბ) თხოვნით მიმართოს უცხო ქვეყნის სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრებს, დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს საძიებო-სამაშველო რაიონის საზღვრებს გარეთ განსაცდელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს დროშით მცურავ გემებს; გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით ნება მისცეს ან უარი უთხრას უცხო ქვეყნის სამაშველო საშუალებებს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; |
საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ article 6 დ) საგანგებო სიტუაციების შემთხვევებში საგანგებო კომისიის შექმნის წინადადებით მიმართოს ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოებს და მუნიციპალიტეტებს, რათა უზრუნველყოს განსაცდელში მყოფი ადამიანების, გემის და საფრენი აპარატის გადარჩენისათვის, ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისათვის განხორციელებული ოპერაციების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი არის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოს ფარგლებს გარეთ. 5. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ამოწმებს საქართველოს ნავსადგურებში და საძიებო-სამაშველო ერთეულებზე არსებულ საავარიო-სამაშველო აღჭურვილობას და დაღვრილი ნავთობის სალიკვიდაციო აღჭურვილობას. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2398 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. |