FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ამნისტიის შესახებ

article  6

1. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომელსაც ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული, 2004 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, თავისუფლების აღკვეთის 1 წლის მოხდის შემდეგ (თუ მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდამდე 1 წელზე მეტი აქვს დარჩენილი) დაკმაყოფილებულად ჩაეთვალოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 721 მუხლის პირველი ნაწილით ან იმავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის ნაწილის მოხდის მოთხოვნა და „უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 თებერვლის №682 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის გავლისთანავე შესაბამისმა უფლებამოსილმა ორგანოებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილონ მისი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების ან მისთვის დანიშნული სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება ამ კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.