Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საექიმო საქმიანობის შესახებ article 74 დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობა. 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის არასწორად წარმართვისათვის გათვალისწინებულია პროფესიული პასუხისმგებლობის შემდეგი სახეები: ა) წერილობითი გაფრთხილება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერება; გ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმება; დ) ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლის შემცველი მედიკამენტების გამოწერის შეზღუდვა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფე-სიული პასუხისმგებლობის სხვა ზომები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო. 3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროფესიული პასუხისმგებლობის ნებისმიერი სახე. |