FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  12

ორგანოების სამართლიანი განაწილება/ორგანოების საერთაშორისო გაცვლა.
1. გარდაცვლილი დონორისგან მოპოვებული ორგანოების განაწილება უნდა განხორციელდეს მხოლოდ მომლოდინეთა ეროვნულ სიაში რეგისტრირებულ პირებზე (პაციენტებზე) ორგანოების განაწილების წესების მიხედვით, რომლებიც არის გამჭვირვალე, ობიექტური, სათანადოდ დასაბუთებული და შესაბამის სამედიცინო კრიტერიუმებს ეფუძნება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების განაწილების წესები განისაზღვრება თითოეული სახის ორგანოსთვის, ეროვნულ/საერთაშორისო დონეზე მიღებული განაწილების სტანდარტებისა და სათანადო სამედიცინო კრიტერიუმების შესაბამისად.
3. გარდაცვლილი პირისგან მიღებული არცერთი ორგანოს განაწილება (მიწოდება) არ უნდა განხორციელდეს საზღვარგარეთ გადასანერგად, თუ საქართველოსა და შესაბამისი უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური, ორმხრივი ხელშეკრულება არ არსებობს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების განაწილების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით, ტრანსპლანტაციის საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.
5. ორგანოების განაწილების წესები საჭიროების შემთხვევაში უნდა განახლდეს კლინიკური შედეგების, სამართლიანობის, ხარისხის, უსაფრთხოების ან ეფექტიანობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  12

6. შესაბამისმა დაწესებულებებმა და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალმა უნდა გამოიჩინონ ძალისხმევა თითოეული გარდაცვლილი პირის ორგანოს დონაციის პროცესის ოპტიმიზაციის, ამ ორგანოს კლინიკური გამოყენების ხელშეწყობისა და გაცემული (დონაციური) ორგანოს მიერ  ფუნქციონირების შეწყვეტის რისკის შემცირების მიზნით.
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

article  12

7. ორგანოების საერთაშორისო გაცვლა (მათ შორის, ორგანოების საერთაშორისო გაცვლის ფარგლებში იმპორტი ან/და ექსპორტი) უნდა განხორციელდეს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, ამ კანონისა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. ორგანოების საერთაშორისო გაცვლის მიზნით თანამშრომლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი და დასაბუთებული უნდა იყოს ორმხრივი ინტერესი და მხარეთა შორის ორგანოების გაცვლის დაბალანსების პრინციპი. ორგანოების საერთაშორისო გაცვლა უნდა განხორციელდეს ორგანოების საერთაშორისო გაცვლისთვის საჭირო საინფორმაციო პროცედურების შესაბამისად, რომლებსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი. ეს საინფორმაციო პროცედურები მოიცავს დონორის დახასიათებისა და ორგანოს დახასიათების შესახებ ინფორმაციისა და ორგანოების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის გადაცემის, აგრეთვე სერიოზული გვერდითი მოვლენებისა და სერიოზული გვერდითი რეაქციების შესახებ ანგარიშგებისა და ორგანოების საერთაშორისო გაცვლისთვის საჭირო სხვა პროცედურებს.