Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 54 UCITS-ის მიერ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია. 1. UCITS-ს ეკრძალება, საკუთარი აქტივების 5 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ერთი და იმავე ემიტენტის მიერ გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში. ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 20 პროცენტს. 2. UCITS-ის მიერ არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებაში კონტრაჰენტის მიმართ აღებული რისკის პოზიცია არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს, თუ კონტრაჰენტი ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკია, ხოლო სხვა შემთხვევებში − UCITS-ის აქტივების 5 პროცენტს. 3. UCITS-ს არა აქვს უფლება, გააერთიანოს ინვესტიციები მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, დეპოზიტებსა და არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკის პოზიციებში იმგვარად, რომ აღნიშნულმა გამოიწვიოს მისი აქტივების 20 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტირება ერთ პირში. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 54 4. მიუხედავად ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, UCITS-ს შეუძლია განახორციელოს საკუთარი აქტივების 100 პროცენტამდე ოდენობის ინვესტიცია სხვადასხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებსა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტში, რომლებიც გამოშვებული ან გარანტირებულია საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, უცხო ქვეყნის ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრიცაა საქართველო. ასეთ შემთხვევაში UCITS-ის ერთეულის მფლობელები იმ UCITS-ის ერთეულის მფლობელების ეკვივალენტურად უნდა იყვნენ დაცული, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული UCITS-ის პორტფელი უნდა შედგებოდეს სულ მცირე ექვსი სხვადასხვა ემისიის ფარგლებში გამოშვებული მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდებისგან, თითოეული ემისიის მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიცია კი არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის საერთო აქტივების 30 პროცენტს. |
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 54 5. UCITS-ს უფლება აქვს, შეიძინოს ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულები, თუ თითოეულ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა არ აჭარბებს მისი აქტივების 20 პროცენტს. საინვესტიციო ფონდის ერთეულებში (გარდა UCITS-ის ერთეულებისა) განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საკუთარი აქტივების 30 პროცენტს. 6. მიუხედავად ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დეტალური წესები და განსაზღვროს ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს UCITS ამ მუხლით გათვალისწინებული დივერსიფიკაციის ვალდებულებების შესასრულებლად. |