FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

პენიტენციური კოდექსი

article  27

მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა.
1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2. მოსამსახურის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევა სავალდებულოა. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა.
3. მოსამსახურეს კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
4. მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.
5. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობის განსახორციელებლად ეძლევა ხელფასი, რომელიც მოიცავს:
    ა) მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს;
    ბ) დადგენილი წესით განსაზღვრულ წელთა ნამსახურობის დანამატს (ამ დანამატის გაცემის მიზნებისთვის ნამსახურებ წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა);
    გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრულ, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს.
პენიტენციური კოდექსი

article  27

6. მოსამსახურეს მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით.
7. მოსამსახურეს ამ მუხლით გათვალისწინებული წოდებრივი სარგო და დანამატი მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში არ ეძლევა ან შეიძლება შეუმცირდეს.
8. მოსამსახურეს ამ მუხლით გათვალისწინებული სარგო და დანამატი ეძლევა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
9. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებების შემცირება არ შეიძლება გახდეს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების საფუძველი.
10. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
პენიტენციური კოდექსი

article  27

11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყრობისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას მოსამსახურის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 30 000 ლარის ოდენობით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
    ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 ლარი;
    ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 ლარი;
    გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.
13. მოსამსახურესა და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.
პენიტენციური კოდექსი

article  27

14. სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთა მატერიალურ-სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
15. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, სათანადო დასაბუთების საფუძველზე მინისტრის ბრძანებით მოსამსახურისთვის შეიძლება განისაზღვროს სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები და შეღავათები, რომლებიც ამ კოდექსით გათვალისწინებული არ არის.
16. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, სრულად აუნაზღაურდება.
17. ამ მუხლის (გარდა ამ მუხლის მე-3, მე-7 და მე-14 ნაწილებისა) მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სამსახურის გენერალურ დირექტორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.