Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 23 საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვა. 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვას ახორციელებენ: ა) (ამოღებულია); ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; დ) (ამოღებულია); ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო. 2. საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო რეჟიმის დაცვასთან დაკავშირებულ საქმიანობას ახორციელებენ: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური; ბ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1695); გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; დ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1695); ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 3. დაუშვებელია სახელმწიფო საზღვაო საზღვრის დაცვის ფუნქციების სხვა უწყებებისა და ორგანოებისათვის გადაცემა. მუხლი 24. საქართველოს შესაბამისი ორგანოების უფლებები უცხო ქვეყნის გემის მიმართ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვაში, ნავსადგურებში და რეიდებზე მყოფი უცხო ქვეყნის გემის მიმართ საქართველოს შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილნი არიან: ა) გაუგზავნონ შეკითხვა და მიიღონ პასუხი, თუ გემი ეჭვმიტანილია მშვიდობიანი გავლის წესების დარღვევაში; |
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ article 23 ბ) წინადადება მისცენ გემს შეიცვალოს კურსი, თუ იგი მიემართება იმ რაიონისაკენ, სადაც ნაოსნობა აკრძალულია; გ) გააჩერონ გემი და დაათვალიერონ იგი, ან ჩაუტარონ ინსპექტირება და შეადგინონ შესაბამისი დოკუმენტი; დ) მიიღონ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შესახებ; ე) დააკავონ გემი და მიაცილონ იგი საქართველოს უახლოეს ნავსადგურში, გადასცენ გემის მიერ ჩადენილი დარღვევის მასალები საგამოძიებო ორგანოებს და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ საქართველოში გემის დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულოს; ვ) აკრძალონ გემის შესვლა საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში და რეიდებზე, თუ გემი ან მისი ტვირთი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ან ზღვის ცოცხალ რესურსებს; ზ) აკრძალონ გემის ნავსადგურიდან გასვლა, თუ გემის ტექნიკური მდგომარეობა ან მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა არ შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს; თ) თუ უცხო ქვეყნის გემი არ ემორჩილება საქართველოს შესაბამისი ორგანოების მოთხოვნებს და წინააღმდეგობას უწევს მათ დაკავების დროს, ამ ორგანოებს უფლება აქვთ მიმართონ იძულების ხერხებს, მათ შორის, დადგენილი წესით გამოიყენონ იარაღი. |