FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  148

კონტრდაზვერვითი საქმიანობის სპეციალური ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემა.
1. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა) ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით.
2. სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებს, თუ:
    ა) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის უფლებამოსილი საგამოძიებო ორგანოსთვის გადაცემის მიზანია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიება ან დანაშაულის გამოძიების დაწყება;
    ბ) ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის გადაცემა განპირობებულია გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროებით, აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად − ეროვნული უსაფრთხოების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად, ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად და ამ მიზნის მიღწევის შესაფერისი და პროპორციული საშუალებაა;
კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ

article  148

გ) გადასაცემ ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს გამოძიებისთვის ან გამოძიების დაწყებისთვის და მისი სხვა საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებისთვის, თუ იგი აკმაყოფილებს იმავე კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებს.