FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ცხოველთა სამყაროს შესახებ

article  8

ცხოველთა სამყაროს ობიექტთა დაყოფა ჯგუფების მიხედვით.
1. ცხოველთა სამყაროს ობიექტები მათი გეოგრაფიული განაწილებისა და გაადგილების , რაოდენობის , სახეობებისა და პოპულაციების მდგომარეობის , სამეურნეო მნიშვნელობისა და სხვა ნიშნების მიხედვით იყოფა სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფებად .
2. სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფს მიეკუთვნება :
    ა ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობები ;
    ბ ) დაცული ტერიტორიებისა და სამონადირეო სავარგულების ფარგლებში მობინადრე პოპულაციები და ცალკეული ინდივიდები ;
    გ ) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში , კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში მობინადრე ცალკეული სახეობები და ინდივიდები ;
    დ ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებით განსაზღვრული სახეობები ;
    ე ) საქართველოს ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეულის (რეგიონის ) ტერიტორიაზე ბუნებრივად მიგრირებადი ცალკეული სახეობები .
3. ცხოველთა სამყაროს ყველა ობიექტი , რომელიც არ შედის სახელმწიფო მნიშვნელობის ჯგუფში , მიეკუთვნება ცხოველთა სამყაროს ობიექტთა ადგილობრივი მნიშვნელობის ჯგუფს .