Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ article 8 ეროვნული გეოპორტალი. 1. ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში, სივრცითი მონაცემების რესურსების გამოქვეყნების, გაცვლისა და თავისუფალი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად იქმნება ეროვნული გეოპორტალი, რომელიც ამ კანონით განსაზღვრული სათანადო მიზნების მიღწევისა და ამოცანების შესრულების უნიკალური საკომუნიკაციო საშუალებაა. 2. ეროვნული გეოპორტალი არის ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოფიციალური ვებპორტალი ან მისი ეკვივალენტი. 3. ეროვნული გეოპორტალი კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სივრცითი მონაცემებისა და მეტამონაცემების გამოქვეყნებას, ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ფარგლებში გამოქვეყნებული სივრცითი მონაცემების რესურსების ძებნასა და ვიზუალიზაციას, მათი შეფასების შესაძლებლობას, სივრცითი მონაცემების, მეტამონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ქსელური სერვისების თავისუფალ, დისტანციურ ხელმისაწვდომობას, მათი გამოყენების კომპლექსურ და სივრცითი მონაცემების მომხმარებელზე ორიენტირებულ შესაძლებლობას. 4. ეროვნული გეოპორტალის შექმნისთვის, განვითარებისთვის, ადმინისტრირებისა და სტაბილური ფუნქციონირებისთვის პასუხისმგებელია კოორდინატორი. 5. ეროვნულ გეოპორტალზე ინტელექტუალური საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება საქართველოს სათანადო ნორმატიული აქტებით. |