Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ article 15 1. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა და სახელწოდება „წითელი ჯვარი“ ჟენევის 1949 წლის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების, „წითელი ჯვრის, წითელი ნახევარმთვარისა და წითელი კრისტალის ემბლემებისა და სახელწოდებების გამოყენებისა და დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 2. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება განსაზღვრავს წესებსა და პირობებს, რომელთა თანახმადაც გამოიყენებს იგი წითელი ჯვრის ემბლემას როგორც დამცავი ფუნქციით, ისე განმასხვავებელი ფუნქციით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქმნის ლოგოსა და ბეჭედს განმასხვავებელი ფუნქციით. ამ ლოგოსა და ბეჭედზე გამოსახულია თეთრ ფონზე წითელი ჯვრის ემბლემა (ჰერალდიკური ნიშანი) და წარწერა „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“. 4. წითელი ჯვრის ემბლემისა და სახელწოდების კანონის მოთხოვნათა დარღვევით გამოყენება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |