Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 43 სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნება. 1. ოფიციალური სტატისტიკის გავრცელება უნდა მოხდეს დროულად, ოპერატიულად და ამ კანონის მე-5 და 44-ე მუხლებითა და ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების სრული დაცვით, კერძოდ, სტატისტიკური კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვისა და მიუკერძოებლობის პრინციპით გათვალისწინებული თანაბარი და ერთდროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით. 2. ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებელი ორგანო ადგენს და აქვეყნებს მონაცემების გავრცელების კალენდარს, რომელშიც მითითებულია მონაცემების გამოქვეყნების დაგეგმილი თარიღი და დრო. 3. მონაცემების გამოქვეყნებისთვის წინასწარ შედგენილი კალენდრის დარღვევის შემთხვევაში ამის შესახებ საზოგადოებას მათი გამოქვეყნების დაგეგმილ თარიღამდე უნდა ეცნობოს. ამასთანავე, უნდა დადგინდეს და გამოცხადდეს მონაცემების გამოქვეყნების ახალი თარიღი. 4. სტატისტიკური მონაცემები შესაბამის მეტამონაცემებსა და განმარტებებთან ერთად უსასყიდლოდ უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მომხმარებლისთვის. 5. გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში აღმოჩენილი შეცდომები უნდა გასწორდეს, ხოლო შესწორებები უნდა გამოქვეყნდეს და მომხმარებელს უნდა მიეწოდოს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში. 6. მომხმარებელს უფლება აქვს, ოფიციალური სტატისტიკა და შესაბამისი მეტამონაცემები გამოიყენოს თავის სტატისტიკურ პროდუქტში ამ მონაცემთა წყაროს მითითებით. |
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ article 43 7. საქსტატი სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების ყველა მომხმარებლისთვის უსასყიდლოდ, ელექტრონული ფორმით მიწოდებას. 8. საქსტატის მიერ ბეჭდური სტატისტიკური პუბლიკაციების მიწოდების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქსტატის საბჭო. |