FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  20

სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.
1. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რამდენიმე ნაწილად დაყოს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. ლიცენზიის ან მისი ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია  შესაბამისი საბუთები წარუდგინოს ლიცენზიის გამცემს. ლიცენზიის გამცემს 10 კალენდარული დღის ვადაში შეაქვს ცვლილებები სალიცენზიო რეესტრში და გასცემს სათანადო სალიცენზიო მოწმობას.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  20

21. თუ მთლიანი ლიცენზიის ან ლიცენზიის ნაწილის გასხვისებამდე ლიცენზიის მფლობელი იმავდროულად იყო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული პირი, რომელსაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გადაეცა, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ ლიცენზიის მფლობელი და ლიცენზიის მიმღები გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართავენ შესაბამის გადაწყვეტილებათა რეესტრში ცვლილების შეტანის, გადაწყვეტილების დედნის მიღებისა და ამ გადაწყვეტილების შესაბამისად გარემოსდაცვითი პირობების დადგენის მიზნით. ასეთ შემთხვევაში გარემოსდაცვითი პირობების დარღვევისათვის თითოეული სუბიექტის პასუხისმგებლობა ინდივიდუალურად, მისთვის დადგენილი პირობების შესაბამისად განისაზღვრება. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გამცემი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით იხილავს წარმოდგენილ განცხადებას თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვალდებულების ლიცენზიის გამცემის მიერ შეუსრულებლობა არ აბრკოლებს ლიცენზიის მიმღებისათვის შესაბამისი სარგებლობის განხორციელებას.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  20

4. ლიცენზიის მიმღები უფლებამოსილია განახორციელოს შესაბამისი სარგებლობა მხოლოდ სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ლიცენზიის გამცემისათვის სარგებლობის ლიცენზიის გადაცემის შესახებ ინფორმაციის წარდგენის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის 2-1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დამატებით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. აღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიის მიმღებს.
5. ლიცენზიის გამცემის უფლება-მოვალეობებთან და სალიცენზიო მოწმობის დაკარგვა-დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონის III თავით დადგენილი წესით.
6. დაუშვებელია სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან მისი ნაწილის სხვა პირისათვის გადაცემა, როდესაც ლიცენზიის მფლობელს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით ჩამორთმეული აქვს შესაბამის ლიცენზირებად სფეროში საქმიანობის უფლება.
7. მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით არის შესაძლებელი, საქართველოს შავი ზღვის კონტინენტურ შელფზე რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა რამდენიმე ნაწილად დაყოს, იჯარით ან საკუთრებაში გადასცეს სხვა პირს სარგებლობის ლიცენზია და სარგებლობის უფლება ან მისი ნაწილი.
ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

article  20

8. ნებისმიერი პირი, მათ შორის, საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია, რომლის საკუთრებაში, სარგებლობაში ან მართვაში გადავა დაგირავებული ან სხვაგვარად დატვირთული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ლიცენზია, ვალდებულია შეასრულოს სალიცენზიო პირობები, კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი სხვა მოთხოვნები.