Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 1010 სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად წარუდგენლობა ან შეთანხმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა. 1. პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად წარუდგენლობა ან შეთანხმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირველი/მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიერ, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დარღვევისთვის 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. მესამე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი კომერციული ბანკის მიერ ამ კანონის მე-6 მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად წარუდგენლობა ან შეთანხმებული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული შესასრულებლად სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა − |
ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ article 1010 გამოიწვევს დაჯარიმებას დარღვევის გამოვლენის მომენტისთვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0.01%-ის, 0.05%-ის ან 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის სერიოზულობიდან ან/და კომერციული ბანკის აქტივებისთვის მიყენებული ზარალიდან ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე. |