Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 34 დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი (სუბიექტები). 1. პირი დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან შეიძლება დაიცვას: ა) სახელმწიფომ; ამასთანავე, მას უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანი და ხანგრძლივი დაცვა; ბ) დაჯგუფებამ ან ორგანიზაციამ, რომელიც აკონტროლებს სახელმწიფოს მთელ ტერიტორიას ან მისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს; ამასთანავე, მას უნდა სურდეს და შეეძლოს დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან პირის ეფექტიანი და ხანგრძლივი დაცვა. 2. დევნისგან ან სერიოზული ზიანისგან დაცვა ეფექტიანია, თუ დაცვის განმახორციელებელი სუბიექტი (სუბიექტები) დევნის ან სერიოზული ზიანის თავიდან აცილებისა და აღკვეთისათვის ახორციელებს (ახორციელებენ) სათანადო მოქმედებებს, რომლებზედაც თავშესაფრის მაძიებელს ხელი მიუწვდება. |