FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

საჯარო შესყიდვების შესახებ

article  49

შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვის პირობებში განსაზღვრავს სპეციფიკაციებს, რომლებიც აღწერს შესასყიდი საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების მახასიათებლებს. # 2. თუ საჯარო შესყიდვა გამიზნულია ფიზიკური პირებისთვის ან ფართო საზოგადოებისთვის, სპეციფიკაციების შემუშავებისას, გარდა სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტები, აგრეთვე ყველა კატეგორიის მომხმარებლის (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა) ინტერესები.
3. შესყიდვის პირობები შესაძლებელია ითვალისწინებდეს პირობას, მოითხოვება თუ არა შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრების გადაცემა.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  49

4. სპეციფიკაციები ეკონომიკურ ოპერატორებს საჯარო შესყიდვის პროცედურებში თანაბრად მონაწილეობის შესაძლებლობას უნდა აძლევდეს და ხელოვნურად არ უნდა უქმნიდეს დაბრკოლებებს. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ტექნიკური სპეციფიკაციები შესაძლებელია ეხებოდეს აგრეთვე შესყიდვის ობიექტის სასიცოცხლო ციკლის ნებისმიერ ეტაპს, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს სპეციფიკაციები არ უკავშირდება შესყიდვის ობიექტის შემადგენელ არსებით ნაწილს ან შესყიდვის ობიექტის სხვა ფიზიკურ მახასიათებელს, იმ პირობით, რომ აღნიშნული მოთხოვნა შესყიდვის ხელშეკრულების საგნის თავისებურებებიდან გამომდინარეობს და ამ ხელშეკრულების მიზნის პროპორციულია.
5. სპეციფიკაციები შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ერთ-ერთი შემდეგი მეთოდით:
    ა) შესრულების სპეციფიკაციების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სახით, მათ შორის, გარემოსდაცვით მახასიათებლებსა და კრიტერიუმებზე მითითებით;
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  49

ბ) ტექნიკური სპეციფიკაციების სახით, რომელთა აღწერისას გამოყენებული ტექსტური მასალები და სხვა მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს სათანადო სტანდარტს შემდეგი თანამიმდევრობის დაცვით: საერთაშორისო სტანდარტი, მისი არარსებობის შემთხვევაში – რეგიონალური სტანდარტი, რეგიონალური სტანდარტის არარსებობისას – საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოში მოქმედი სახელმწიფოთაშორისი სტანდარტი, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – საქართველოს სტანდარტი. სტანდარტზე ყოველი მითითება უნდა შეიცავდეს დათქმას „ან ეკვივალენტური“;
    გ) შესრულების სპეციფიკაციების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების სახით, ტექნიკურ სპეციფიკაციებზე მითითებით, რისი მიზანიცაა შესრულების სპეციფიკაციების ან/და ფუნქციური სპეციფიკაციების დაკმაყოფილების შემოწმება;
    დ) შერეულად, შესრულების, ფუნქციური და ტექნიკური სპეციფიკაციების სახით.
6. უპირატესობა უნდა მიენიჭოს შესრულებისა და ფუნქციური სპეციფიკაციების ზოგად აღწერას.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  49

7. სპეციფიკაციების აღწერა ბუნდოვანი არ უნდა იყოს. დაუშვებელია კონკრეტული სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, ცალკეული პროცესების, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის პირდაპირ ან/და ირიბად მითითება, გარდა შესყიდვის ობიექტის თავისებურებიდან გამომდინარე, სათანადოდ დასაბუთებული შემთხვევისა, როდესაც აღწერის სხვა, ზუსტი საშუალება არ არსებობს. ასეთ შემთხვევაში აღწერას უნდა დაერთოს დათქმა „ან ეკვივალენტური“.
8. შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია უარი თქვას წინადადებაზე იმ საფუძვლით, რომ შემოთავაზებული საქონელი, სამუშაო ან მომსახურება არ შეესაბამება შესყიდვის პირობებით გათვალისწინებულ სპეციფიკაციებს, თუ პრეტენდენტი ამ მუხლის მე-14 პუნქტის შესაბამისად დაასაბუთებს, რომ წინადადება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის პირობებში ტექნიკური სპეციფიკაციების სახით განსაზღვრული მოთხოვნების ეკვივალენტურია.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  49

9. თუ შემსყიდველ ორგანიზაციას სურს შესყიდვის ობიექტის აღწერისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი, სოციალური ან სხვა, მსგავსი მახასიათებლები, იგი უფლებამოსილია სპეციფიკაციებში მიუთითოს, რომ შემოთავაზებული საქონლის, სამუშაოს ან მომსახურების ამ პუნქტით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობის დასადასტურებლად აუცილებელია კონკრეტული ეტიკეტის („ეკო“, „ბიო“, „ორგანული“ ან/და სხვა) ქონა. ასეთ შემთხვევაში ეტიკეტი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
    ა) ეტიკეტი უნდა ეხებოდეს მხოლოდ იმ კრიტერიუმებს, რომლებიც დაკავშირებულია შესყიდვის ობიექტთან და გამოიყენება, როგორც დამკვიდრებული მეთოდი, ამ შესყიდვის ობიექტის მახასიათებლების განსაზღვრისთვის;
    ბ) ეტიკეტის მისაღებად დაწესებული მოთხოვნები უნდა ეფუძნებოდეს არადისკრიმინაციულ კრიტერიუმებს, რომელთა ობიექტურად გადამოწმებაც შესაძლებელია; გ)   ეტიკეტი დამტკიცებული უნდა იყოს პროცესით, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეეძლო ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ადმინისტრაციულ ორგანოებს, მომხმარებლებს, მეწარმეებსა და მწარმოებლებს;
    დ) ეტიკეტის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს;
    ე) ეტიკეტის მისაღებად მოთხოვნები უნდა დააწესოს მესამე პირმა, რომელზედაც ეტიკეტის მიღების მსურველი ეკონომიკური ოპერატორი გავლენას ვერ მოახდენს.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  49

10. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია არ მოითხოვს, რომ შესყიდვის ობიექტი ეტიკეტთან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებდეს, მან უნდა მიუთითოს ის მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილებაც სავალდებულოა.
11. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია კონკრეტულ ეტიკეტს მიუთითებს, იგი ვალდებულია მიიღოს ნებისმიერი ეტიკეტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესყიდვის ობიექტი ეკვივალენტურ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
12. თუ ეკონომიკური ოპერატორი დაადასტურებს, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ მოიპოვებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ეტიკეტს ან მის ეკვივალენტურ ეტიკეტს, შემსყიდველი ორგანიზაცია მიიღებს სხვა, სათანადო მტკიცებულებას, მათ შორის, მწარმოებლის მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს, რომ ეკონომიკური ოპერატორის მიერ შეთავაზებული შესყიდვის ობიექტი სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნებს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებულ ეტიკეტთან დაკავშირებით.
13. თუ ეტიკეტი ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაგრამ იმავდროულად დაწესებულია სხვა მოთხოვნები, რომლებიც შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული არ არის, შემსყიდველ ორგანიზაციას არ შეუძლია მოითხოვოს ასეთი ეტიკეტი. ასეთ შემთხვევაში მან უნდა აღწეროს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები.
საჯარო შესყიდვების შესახებ

article  49

14. შემსყიდველმა ორგანიზაციამ წინადადების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დასადგენად ეკონომიკურ ოპერატორს შეიძლება მოსთხოვოს:
    ა) აღწერა, მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, ფოტოსურათი ან ნიმუში, აგრეთვე მისი ავთენტურობის დადასტურება;
    ბ) ექსპერტიზის, ინსპექტირების ან სხვა შემფასებელი პირის/ორგანოს დასკვნა, ანგარიში ან სხვა, მსგავსი ტიპის დოკუმენტი. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია დასკვნის, ანგარიშის ან სხვა, მსგავსი ტიპის დოკუმენტის გამცემი კონკრეტული პირის/ორგანოს მითითება.
15. შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციების განსაზღვრის, აგრეთვე ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების ეკვივალენტურად ცნობის დეტალური წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით.