Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
წყლის შესახებ article 7 საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდი. 1. საქართველოს წყლები, მათი მიწის ზედაპირზე და წიაღში განლაგების ნიშნით, რესურსების ფორმირებისა და გამოყენების თავისებურებათა მიხედვით, იყოფა ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებად. 2. ზედაპირულ წყლებს მიეკუთვნება ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ყველა წყლის ობიექტის წყლები, „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულის გარდა. 3. საქართველოს წყლის ყველა ობიექტში არსებული წყლის ერთობლიობა ქმნის წყლის სახელმწიფო ფონდს. 4. საქართველოს წყლის სახელმწიფო ფონდს განეკუთვნება: ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და გამავალი მდინარეები, ტბები, წყალ-საცავები, სხვა ბუნებრივი და ხელოვნური ზედაპირული წყალსატევები, აგრეთვე არხების და ტბორების წყლები; ბ) მიწისქვეშა წყლები (მათ შორის წყაროები და კონტინენტური შელფის წყლები); გ) მყინვარები და თოვლის მუდმივი საფარი; დ) ჭაობები; ე) საქართველოს ტერიტორიული წყლები; ვ) განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის წყლები. 6. წყლის სახელმწიფო ფონდს განკარგავენ საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოები და ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. |