Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საზღვაო კოდექსი article 274 საერთო ავარიას განეკუთვნება ან უთანაბრდება ასევე: ა) ხარჯი, რომელიც გამოწვეულია უბედური შემთხვევის გამო გემის თავშესაფარში იძულებითი შესვლით ან დატვირთვის ადგილზე დაბრუნებით ან სხვა რაიმე განსაკუთრებული გარემოების გამო გამოწვეული ხარჯი, როდესაც ასეთი შესვლის აუცილებლობა ან დაბრუნება საერთო უსაფრთხოებითაა განპირობებული; ბ) ხარჯი, რომელიც გამოწვეულია გემის პირველსაწყისი ტვირთით ან მისი ნაწილით თავშესაფრიდან ან გასვლის ნავსადგურიდან გასვლით, სადაც იგი იძულებული იყო დაბრუნებულიყო; გ) შესვლისა და გასვლის ნავსადგურებში ან თავშესაფარში ტვირთის, საწვავის ან მარაგის გადაადგილებასთან დაკავშირებული ხარჯი, რომელიც გაიღეს საერთო უსაფრთხოების მიზნით ან დაბრუნებული გემის შესაკეთებლად, რაც გამოწვეული იყო უბედური შემთხვევით ან სხვა განსაკუთრებული გარემოებით, თუ ეს შეკეთება აუცილებელი იყო რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის; |
საზღვაო კოდექსი article 274 დ) შენახვის ხარჯი, რომელიც გამოწვეულია, დასაბუთებული დაზღვევის ჩათვლით, ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოებების პირობებში გადმოტვირთული და გადაადგილებული საწვავის, ტვირთის ან მომარაგების საგნების ხელახლა დასატვირთად და დასაწყობად, – თუ გემი მიჩნეულ ია სანაოსნოდ უვარგისად ან თუ მან არ გააგრძელა დაწყებული რეისი. შენახვის ხარჯი მიჩნეულია საერთო ავარიად გემის სანაოსნოდ უვარგისად აღიარების, რეისზე უარის თქმის ან ტვირთის გადმოტვირთვის დამთავრების თარიღამდე, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან ამ თარიღამდე უარი განაცხადა რეისის გაგრძელებაზე; ე) ამ მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნულ გარემოებებში გემის თავშესაფარში შესვლის ან ნავსადგურში დაბრუნების შედეგად რეისის გაგრძელებასთან დაკავშირებით ხელფასის, გემის ეკიპაჟის შენახვის, საწვავის და მომარაგების საგნებზე გაწეული ხარჯი, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან თუ მან არ გააგრძელა დაწყებული რეისი; აღნიშნული ხარჯი მიჩნეულია საერთო ავარიად გემის სანაოსნოდ უვარგისად აღიარების, რეისზე უარის თქმის ან ტვირთის გადმოტვირთვის დამთავრების თარიღამდე, – თუ გემი მიჩნეულია სანაოსნოდ უვარგისად ან უარი განაცხადა რეისის გაგრძელებაზე ამ თარიღამდე; |
საზღვაო კოდექსი article 274 ვ) საერთო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე უბედური შემთხვევის შედეგად ან სხვა რაიმე განსაკუთრებული გარემოების გამო, ან ასეთი გარემოებების გამო დაზიანებული გემის შეკეთებით, თუ ეს შეკეთება აუცილებელია რეისის უსაფრთხო გაგრძელებისათვის; გემის რომელიმე ადგილას შეყოვნებასთან დაკავშირებული დანახარჯები, ხელფასისა და ეკიპაჟის შენახვის, ნავსადგურის, საწვავისა და მომარაგების საგნებზე გაწეული ხარჯები, წარმოშობილი შეყოვნების გამო, ანაზღაურდება საერთო ავარიის განახლების წესის მიხედვით, იმ ხარჯების გამოკლებით, რომელიც წარმოიშვა გემის საერთო ავარიას მიუკუთვნებელი შეკეთებით; ზ) გემის დროებითი რემონტი, რომელიც საერთო უსაფრთხოების გამო ჩატარდა დატვირთვის, შესვლის ან თავშესაფარ ადგილზე, ასევე იმ დაზიანებათა დროებითი რემონტი, რომელიც შედის საერთო ავარიაში. ამასთან, შემთხვევით დაზიანებათა დროებითი შეკეთების, რომელიც აუცილებელი იყო მხოლოდ აღნიშნული რეისის დამთავრებისათვის, ღირებულების ანაზღაურება ხდება მხოლოდ თავიდან აცილებული იმ ხარჯების ფარგლებში, რომელიც უნდა მიკუთვნებოდა საერთო ავარიას, თუ აღნიშნული შეკეთება არ ჩატარდებოდა; |
საზღვაო კოდექსი article 274 თ) ყველა საგანგებო ხარჯი, რომელიც გაწეულ იქნა სხვა ხარჯების მაგივრად და რომელიც შეიძლებოდა მიკუთვნებოდა საერთო ავარიას. ამასთან, მისი ანაზღაურება ხდება მხოლოდ თავიდან აცილებული ხარჯის ფარგლებში საერთო ავარიის რომელიმე მონაწილისაგან ასეთი ხარჯის შედეგად მიღებული ეკონომიის შეუფარდებლად. |