FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  12

სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება.
1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირებას უზრუნველყოფენ ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მხედველობადაქვეითებულ და სმენადაქვეითებულ პირთა) ინფორმირება ხორციელდება მათთვის გასაგები ფორმით.
2. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა ინფორმირება ხორციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, სპეციალური ლიტერატურითა და საზოგადოების ინფორმირების სხვა ფორმებით.
3. საგანგებო სიტუაციის დროს, როდესაც საფრთხე ექმნება/შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, რომელიც ახორციელებს მობილური საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას ან/და მომსახურებას, და საზოგადოებრივი მაუწყებელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნით უზრუნველყოფენ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინებისა და სხვა ინფორმაციის გადაცემას.
4. საგანგებო სიტუაციის შესახებ საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის გადასაცემი შეტყობინება და სხვა ინფორმაცია მოიცავს:
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  12

ა) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი გავრცელების საზღვრების შესახებ მონაცემებს;
    ბ) ორგანიზაციების საქმიანობის სფეროების შესახებ მონაცემებს და ამ საქმიანობიდან მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის ადამიანსა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ მონაცემებს;
    გ) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგების შესახებ მონაცემებს;
    დ) საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესებს;
    ე) საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა დასაცავად მიღებული ზომების შესახებ მონაცემებს.
5. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთათვის და საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთათვის შეტყობინების გადაცემა ხორციელდება ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის მეშვეობით, რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.