Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 48 საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა. 1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შეიძლება საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მისი განხილვის ნებისმიერ ეტაპზე იქნეს გამოხმობილი. 2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, უნდა აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივი შედეგები, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმანი და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 48 3. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება წერილობით, ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, 3 სამუშაო დღის ვადაში, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამავე კანონით დადგენილი წესის მითითებით. 4. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ სამინისტროს ჩააბაროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა/დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 48 5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების შემდეგ მას უფლება აქვს, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს წარუდგინოს განმეორებითისაერთაშორისო დაცვაზე განცხადება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის საქმესთან დაკავშირებით არსებობს ახალი გარემოებები, რომლებიც მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ გახდა ცნობილი. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის შემთხვევაში უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა მიუთითოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის სათანადო მიზეზები. განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 48 6. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის, მათ შორის, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების, შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა მისთვის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ჩაბარების დღიდან. შესაბამისად, მასზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლით დადგენილი არგაძევების პრინციპი და აღნიშნული გადაწყვეტილების უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ჩაბარების მომენტიდან დასაშვებია მისი საქართველოდან გაძევება ან ექსტრადიცია. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. |