Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 291 დაჯარიმების შესახებ დადგენილების იძულებითი აღსრულება. 1. ამ კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 290-7 მუხლით განსაზღვრულ ვადაში სამართალდამრღვევის მიერ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება სამართალდამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსის 228-2 მუხლის მე-2 ნაწილითა და 228-3 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ხოლო ამავე კოდექსის 129-1 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის იძულებითი აღსრულება განხორციელდება ამ კოდექსის 129-1 მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის შესაბამისად. 2. თუ დაჯარიმებული პირი არ მუშაობს ან დამრღვევის ხელფასიდან, პენსიიდან, სტიპენდიიდან ან სხვა შემოსავლიდან ჯარიმის გადახდევინება შეუძლებელია სხვა მიზეზებით, დაჯარიმების შესახებ ორგანოს (თანამდებობის პირის) დადგენილების საფუძველზე ჯარიმის გადახდევინება წარმოებს აღმასრულებლის მიერ დამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევის გზით. 3. ჯარიმის გადახდევინება არ შეიძლება მიქცეულ იქნეს ისეთი ქონებიდან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სააღსრულებო დოკუმენტებით არ არის განსაზღვრული. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 291 4. იმ სატრანსპორტო საშუალებაში კონტრაბანდის საგნების აღმოჩენისას, რომლის მფლობელს არ აქვს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, მას ჯარიმა გადახდება საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისად. 5. ამ კოდექსის 115-1, 116-ე, 118-ე–118-4, 119-ე, 120-ე–123-ე, 125-ე, 127-ე, 127-1, 129-1, 152-7 და 152-8 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს სატრანსპორტო საშუალების (სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის) მართვის უფლება, ჯარიმის იძულებით აღსრულებას სამართალდამრღვევის ხელფასიდან ან სხვა შემოსავლიდან, აგრეთვე სამართალდამრღვევის პირად ქონებაზე ან საერთო საკუთრებაში მის წილზე გადახდევინების მიქცევით ახორციელებს აღმასრულებელი. |