Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 28 1. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის მესაკუთრემ დოკუმენტის გასხვისებამდე წინასწარ უნდა აცნობოს ეროვნულ არქივს გასხვისების პირობები, ხოლო მისი გასხვისების შემდეგ – დოკუმენტის ახალი მფლობელის ვინაობა. 2. პირი, რომელიც ეწევა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტებთან დაკავშირებულ სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია, ეროვნულ არქივს წარუდგინოს მონაცემები სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი დოკუმენტების შესახებ. 3. თუ პირი ყიდის თავის დოკუმენტს, ეროვნულ არქივს აქვს მისი შესყიდვის უპირატესი უფლება. 4. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადებული გარიგება ბათილად ჩაითვლება. |
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 28 მუხლი 29 ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის საზღვარგარეთ დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით იღებს სამინისტრო. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1921 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.231 საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4549 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1699 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3038 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №341 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3828 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №98 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. |